English / ქართული / русский /
რამაზ აბესაძეეთერ კაკულიანანა ბიბილაშვილიქრისტინე (ქეთევან) კურატაშვილი
მდგრადი განვითარება და პანდემიის გავლენა მისი მიზნების შესრულებაზე

ანოტაცია. პანდემიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მდგრადი განვითარების თითქმის ყველა მიზანზე და საფრთხე შეუქმნა მათ განხორციელებას. ეს გამოიწვია იმან, რომ პანდემიის შედეგად: ეკონომიკამ განიცადა მნიშვნელოვანი რეცესია, შემოსავლების შემცირება, სიღარიბის, უმუშევრობისა და მოშიმშილეთა რაოდენობის ზრდა, უთანასწორობის გაღრმავება ქვეყნებს შიგნით და ქვეყნებს შორის, სანიტარული ნორმების გაუარესება, ინფრასტრუქტურისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება, მნიშვნელობანი შეფერხებები ჯადასცვის, განათლების, მეცნიერების სისტემებში და ინოვაციების განხორციელებაში, საიმედო, სტაბილური და თანამედროვე ენერგიის საყოველთაო ხელმისაწვდომობაში, საბოლოო აბგარიშით, ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლებაში. დიდი ალბათობით 2030 წლისათვის მდგრადი განვითარების მიზნების უმრავლესობა, მიუხედავად მნიშვნელოვანი ძალისხმევისა, ვერ შესრულდება.

მდგრადი განვითარება და პანდემია

მდგრადი განვითარების კონცეფციის ძირითადი არსი შესაძლებელია შემდეგნაირად გადმოიცეს: ახლანდელმა თაობამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას მომავალ თაობას, რომ ახლანდელი თაობის მოთხოვნათა მაქსიმალურად დაკმაყოფილების პირობებში უნდა განხორციელდეს საზოგადოებასა და ბუნებას შორის ნივთიერებათა და ენერგიის რაციონალური გაცვლა, რომ ეკონომიკის განვითარება დაემყაროს ბუნების თვითაღდგენისა და აღწარმოების მკაცრ კანონზომიერებებს, რომ უნდა მოხდეს საზოგადოებისა და ბუნების განვითარების კოევოლუცია, რომლის დროსაც ჩვენი პლანეტის ბიოსფერო გადადის ახალ თვისებრიობაში – ნეოსფეროში, მოაზროვნე გარსში, სადაც ადამიანები ამცირებენ ბიოსფეროსადმი არა მხოლოდ მის, არამედ ბუნების დამანგრეველი ძალების მიერ მიყენებული უარყოფითი ზემოქმედების შედეგებს [აბესაძე რ. 2016]. ამ მიზნის მისაღწევად საზოგადოებამ უნდა გადაჭრას არაერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ეს ამოცანები არის როგორც ეკონომიკური, ისე არაეკონომიკური ხასიათის. დღევანდელი ეკონომიკა ისე პირდაპირ და სწრაფად რეაგირებს არაეკონომიკური ხასიათის ფაქტორებზეც, რომ მათი უგულებელყოფა შეუძლებელია. ეკონომიკური ხასიათის ამოცანებიდან შეიძლება დავასახელოთ ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური განვითარება (პროგრესული თვისებრივი ცვლილებები ეკონომიკაში). ეკონომიკური ზრდის გამოდევნებამ შესაძლებელია აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენოს საზოგადოებას. ამიტომ, აუცილებელია მოხდეს შეფასება, თუ რა დაჯდა იგი, რა რაოდენობის არააღდგენადი ან აღდგენადი რესურსები დაიხარჯა, რა ზარალი მიადგა ამის გამო გარემოს და შემდეგ მთელ საზოგადოებას. რაც შეეხება ეკონომიკურ განვითარებას (ეკონომიკის თვისებრივ სრულყოფას), ის არავითარ წინააღმდეგობაში არ არის მდგრად განვითარებასთან, პირიქით, სწორედ ეკონომიკური განვითარების შედეგად არის შესაძლებელი მდგრადი განვითარების მიღწევა. ეკოლოგიური ფაქტორი ეკონომიკური ზრდის ტემპებზე შესაძლებელია მოქმედებდეს როგორც შენელების, ისე დაჩქარების მიმართულებით. შენელების მიმართულებით იმიტომ, რომ იწვევს დამატებით დანახარჯებს ფირმების მხრიდან, რაც ამცირებს მათ რენტაბელობასა და, შესაბამისად, ერთობლივი მიწოდების სიდიდეს. დაჩქარების მიმართულებით კი იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ეკოლოგიურ პროდუქტებზე სულ უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა და, მეორეც, ბუნებისდაცვითი მოთხოვნების განხორციელების პროცესში წარმოიშობა და ყალიბდება შესაბამისი ახაქლი დარგები, რაც, რასაკვირველია, ასევე ეკონომიკური ზრდის ტემპებს აჩქარებს. მაგრამ, საბოლოო ანგარიშით, მისი მოქმედება ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელებისკენაა მიმართული. მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებასა და ეკონომიკური ზრდის ტემპების შესაბამისობას ბუნების კვლავწარმოების შესაძლებ¬ლობებთან კი უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარება, ანუ ეკონომიკის თვისებრივი სრულყოფა. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის რიცხოვნობასა და მისგან გამოწვეული წარმოების მოცულობის ზრდასთან შედარებით გარემოზე უფრო დიდ ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს ახალი ტექნოლოგიების ათვისება. მათი გამოყენების შედეგად მიიღება ბუნებაში არარსებული ნივთიერებები და მათი დაგროვება მავნე გავლენას ახდენს როგორც ლითო-, ისე ჰიდრო- და ატმოსფეროზე, ისინი არღვევენ დედამიწის ოზონურ შრეს და ა.შ. ეკოლოგიური ფაქტორი ასევე იწვევს ცვლილებებს რესურსების გადანაწილებასა და სიმძლავრეთა განლაგებაში, ეკონომიკის სტრუქტურაში, ფიზიკურ და ადამიანისეულ კაპიტალში, პროდუქციის ხარისხში და ა.შ. ეკონომიკური ფაქტორებიდან ასევე აღსანიშნავია: სიღარიბე, უმუშევრობა,კორუფცია და ა. შ. სიღარიბე, უპირველეს ყოვლისა, მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, აუარესებს რა მის ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას. არასრულყოფილი კვება, ცუდი სანიტარული პირობები, ჯანდაცვის სფეროს, წყლის მომარაგების სისტემებისა და გზების განუვითარებლობა, განათლებისა და კულტურის დაბალი დონე, ქანცგამომცლელი შრომა, განუწყვეტელი დარდი თანდათან ცვეთს ადამიანს როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად, რის შედეგადაც უარესდება ადამიანისეული კაპიტალია, რაც ხელს უშლის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწებას. უმუშევრობაც ამცირებს ეროვნულ ადამიანისეულ კპიტალს უმუშევრობის დროს, ადგილი აქვს რა გამომუშავებული პროდუქციის დანაკარგებს, მცირდება დანაზოგების მოცულობა, რაც ამცირებს ინვესტიციებს, მათ შორის, ინვესტიციებს ინოვაციებზე, ასევე მცირდება სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის მხრიდან, რაც მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს მდგრადი განვითარების პროცესებზე არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან პერიოდშიც. უმუშევრობა, აძლიერებს რა შემოსავლების უთანაბრობასა და სოციალურ დაძაბულობას, გარდა რესურსების გამოუყენებლობით გამოწვეული დანაკარგებისა, იწვევს დამატებით დანაკარგებს, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკური, ფსიქოლოგიური და კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებასთან კორუფცია დაკავშირებულია მრავალ ნეგატიურ მოვლენასთან. ისეთთან, როგორიცაა: ეკონომიკური რესურსების არაეფექტიანი გამოყენება; სახელმწიფო აპარატის ეფექტიანობის დაქვეითება; და სხვ. კორუფციული მმართველობის დროს სახელმწიფო რესურსები მიედინება არა ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნილებების შესაბამისად, არამედ იქ, სადაც უფრო მოსახერხებელია მისი მოპარვა. ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების პრობლემა დგას იმის გამო, რომ აუცილებელია არაგანახლებადი რესურსების რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნება, სანამ მოხდება მათი ალტერნატიული რესურსებით ჩანაცვლება და არ დაირღვეს განახლებადი რესურსების კვლავწარმოების პირობები. ამავე დროს, უნდა მოხდეს განახლებადი რესურსების რაც შეიძლება მაქსიმალური გამოყენება. გარემოს დაცვა. გარემოსდაცვითი პოლიტიკა უნდა შეესაბამებოდეს როგორც ეკონომიკის განვითარების დონეს, ასევე სოციალურ მოთხოვნებს. იგი არ უნდა დააწვეს ეკონომიკას დიდ ტვირთად და, ამასთან, არ უნდა გამოიწვიოს სოციალური მდგომარეობის გაუარესება.

გარემოს დაცვის პრობლემას მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებული ყურადღება მხოლოდ XX საუკუნ-ის 60-იანი წლების ბოლოს და 70-იანი წლების და-საწყისიდან მიექცა. 1972 წელს ქალაქ სტოკჰოლმში გაიმართა მსოფლიო კონფერენცია ბუნების დაცვის საკითხებზე, სადაც გამოითქვა შეშფოთება იმის შესახებ, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპების შენარჩუნების შემთხვევაში კაცობრიობას კატასტროფა დაემუქრებოდა. კონფერენციამ მიიღო “ნულოვანი ზრდის” პროგრამა, რომელიც ითვალის-წინებდა როგორც ეკონომიკური ზრდის, ისე მოსახლეობის ზრდის ტემპების შეკვეცას. რასაკვირველია, ამ პროგრამას განხორციელება არ ეწერა და არც განხორციელებულა.

2020 და 2021 წელს მსოფლიო კორონავირუსის პანდემიამ მოიცვა. შესაბამისი ვაქცინისა და წამლის არარსებობის გამო, ჯანდაცვის მუშაკების რჩევით, ქვეყნის მთავრობები იძულებულნი გახდნენ, წინა პანდემიებისაგან განსხვავებით, შემოეღოთ მკაცრი შეზღუდვები ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად: აიკრძალა საერთაშორისო ფრენები; შეიზღუდა შიგა ტრანსპორტი; ძლიერ შემცირდა ადამიანთა საქმიანობის სხვა სფეროებიც (წარმოება, ვაჭრობა, ხელოვნება, სპორტი და ა. შ.); გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და კარანტინი. საბოლოოდ, წარმოიშვა მრავალი ეკონომიკური და ჰუმანიტარული პრობლემა, რომელთაც გლობალური ხასიათი მიიღეს. ყოველივე ამან ეროვნული ეკონომიკები და მსოფლიოს გლობალური ეკონომიკა საკმაოდ ღრმა რეცესიამდე მიიყვანა [აბესაძე რ. 2020].

პანდემიის გავლენა ეკონომიკური განვითარების მიზნებზე

2000 წელს მიღებული იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ათასწლეულის დეკლარაცია, რომელშიც გადმოცემულია მდგრადი განვითარების 8 მიზანი:

1. უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა;
2. დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა მთელ მსოფლიოში;
3. გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფ-ლებამოსილების გაზრდა;
4. ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება;
5. დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესება;
6. აივ/შიდსთან, მალარიასა და სხვა დაავადებებთან ბრძოლა;
7. ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა;
8. მსოფლიო თანამშრომლობის ჩამოყალიბება განვითარებისთვის.

ათასწლულის აღნიშნული მიზნების მიღწევებიდან შეიძლება დასახელდეს ის, რომ: შეიქმნა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სიღარიბის საწინააღმდეგო მოძრაობა; ღატაკი ადამიანების რაოდენობა თითქმის განახევრდა, თუ 1990 წელს მათი რაოდნებობა 1.9 მილიარდს შეადგენდა, 2015 წელს 836 მილიონამდე შემცირდა; 1990 დან 2015 წლამდე ხუთ წლამდე ბავშვების გარდაცვალების მაჩვენებელი 1000 ცოცხლად შობილზე 90 - დან 43 - მდე შემცირდა; დედათა სიკვდილიანობის შემცირება მთელ მსოფლიოში, ყველაზე მეტად 2000 წლიდან ვლინდება. 2000-დან 2013 წლამდე აივ ინფექციის ახალი შემთხვევების კოეფიციენტი 40%-ით შემცირდა; მსოფლიოში, 2.1 მილიარდ ადამიანს მიუწვდება ხელი გაუმჯობესებულ სანიტარიაზე; 2000 -დან 2015 წლამდე დაახლოებით განახევრდა სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშების რაოდენობა. და სხვ. თუმცა ხარვეზებიც მნიშვნელოვანი დარჩა: დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა და 795 მილიონი ისევ იტანჯებოდა შიმშილით; 57 მილიონ ბავშვს შეზღუდული ჰქონდა დაწყებითი განათლების მიღების უფლება; ეკონომიკური უფსკრული ისევ არსებობდა უღარიბესსა და უმდიდრეს ოჯახებს და ქალაქისა და სოფლის დასახლებებს შორის და სხვ. ამიტომ, 2012 წელს რიო-დე-ჟანეიროში ჩატარებულ კონფერენციაზე მდგრადი განვითარების შესახებ (რიო + 20) მიღეს გადაწყვეტილება მდგრადი განვითარების ახალი მიზნების შემუშავების პროცესის დაწყების შესახებ გაეროს წევრი ქვეყნების მიერ. 2015 წლის 25 სექტემბერს კი გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. ეს დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას 213 გაზომვადი ინდიკატორის მეშვეობით, რომლებიც ქმნიან გლობალურ სამოქმედო გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს გადაჭრას მდგრადი განვითარების სისტემური ბარიერები სამ – სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით განზომილებაში [Cathaysa Martín-Blanco… 2022]. ეს მიზნებია:

1. სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა;
2. შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა;
3. ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის;
4. ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის;
5. გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება;
6. წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფა;
7. ხელმისაწვდომი, საიმედო, სტაბილური და თანამედროვე ენერგიის საყოველთაო ხელმისაწვდომობა;
8. სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის;
9. მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა;
10. უთანასწორობის შემცირება ქვეყნებში და ქვეყნებს შორის;
11. ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება;
12. მდგრადი მოხმარება და წარმოება;
13. კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება;
14. ოკეანისა და ზღვის რესურსების კონსერვაცია და მუდმივი გამოყენება განვითარებისათვის;
15. დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება;
16. მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინ- კლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე;
17. პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად[ბლიაძე მ. 2022].
პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მდგრადი განვითარების თითქმის ყველა მიზანზე. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების 2022 წლის ანგარიშის თანახმად, პანდემიამ, დარტყმა მიაყენა მდგრადი განვითარების თითოეულ მიზანს და შეცვალა ბოლო წლების მთელი პროგრესი. საეჭვოა, რომ მდგრადი განვითარების მიზნები 2039 წლისათვის შესრულდეს [Новый отчет ООН... 2022].

საინტერესოა რა ვითარებაა მდგრადი გაბვითარების ცალკეული მიზნის მიღწევის მიმართულებით:

პირველი მიზანი ითვალისწინებს სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრას. პანდემიის გამო უკიდურეს სიღარინეში მყოფი ადამიანების რიცხვი, მიუხედავად როვნულისახელმწიფოების მიერ სოციალური დაცვის მიმნართულებით გატარებული ღონისძიებებისა, გაიზარდა. ამდენად, 2030 წლისათვის მდგრადი მდგრადი განვითარების ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნება. ამას განაპირობებს ასევე მიმდინარე ომი უკრაიბაში და ფასების ზრდა სურსათზე.

მეორე მიზანი ითვალისწინებს შიმშილის აღმოფხვრას, სასურსათო უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული კვების მიღწევასა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას.

ამ მიზნის მიმართულებითაც არსებული არა სახარბიელო მდგომარეობა პანდემიამ და დღეისათვის ომმა უკრაინაში მოშიმშილეთა რაოდენობა გაზარდა და და სასურსათო კიზისი გაამწვავა. ამდენას ამ მიძნის მიღწევაც პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

მესამე მიზანი ითვალისწინებს ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფას ყველა ასაკის ადამიანისათვის. ორი წლის განმავლობაში პანდემია გახდა 15 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი. პანდემიამ მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია ჯადასცვის სისტემაში, მის ყველა მნიშვნელოვანი სფეროს მომსახურებაში, მათ შორის, როგორიცაა: ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, იმუნიზაცია, ფსიქიკურ დავადებათა მკურნალობა, აივ დავადებები, ჰეპატიტი, ტუბერკულოზი, მალარია და სხვ. პანდემიამ მსოფ;იო მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში (განსაკუთრებით ახალგაზრდებში) გამოიწვია შფოთვა და დეპრესია [he Sustainable... 2022]. პანდემიის შედეგად ეკონომიკური ზრდის შემცირება, ბუნებრივია, აფერხებს კეთილდღეობის ზრდას. ჰოველივე ეს კი ამცირებს ამ მიზნის განხორციეწლების შესაძლებლობებს, რასაც ასევე აძლიერებს კლიმატის ცვლილების გლობაურეი პრობლემა.

მეოთხე მიზანი ითვალისწინებს ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფასა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნას ყველასათვის. პანდემიის დროს ქვეყნების უმრავლესობაში შეწყდა დასწრებული სწავლება როგორც საშუალო, ისე უმაღლეს სასწავლებლებში. განსაკუთრებული ვითარება შეიქმნას ისეთ რეგიონებში, სადაც დისტანციური სწავლა შეუძლებელი იყო. ბუნებრივია. მუნებრივია, პანდემიამ ამ მიმართებით შეამცირა ეროვნული ადამიანისეული კაპიტალის ზრდა. თუმცა პანდემიის დასრულების ვშემდეგ არსებობს ყველა პირობა, რომ ეს მიზანი შესრულდეს.

მეხუთე მიზანი ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის მიღწევასა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესებას. პანდემიამ ამ მიზნის მიღწევაზედაც ბეგატიური გავლენა მოახდინა. მაგალიღთად შეფერხდა ისეთი ბიუჯეტების მიღება რომელიც ორიენტირებულია გენდერუკი თანასწორობის გაძლიერებაზე. თუმცა მსოფლიოში ამჟამად დიდი ყურადღება ექცევა და ამ მიზნის შესრულებასც საფრთხე არ უნდა შეექმნეს.

მექვსე მიზანი ითვალისწინებს წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფას. ამიზნის ძშესრულება პრინციპულად მნიშვნელოვანია ყველა სხვა მიზნის მიღწევა. პანდემიამ შესაბამისი სახსრების შეზღუდვის გამო, ამ მიზნის მიღწევა არა მხოლოდ შეაფერხა, არამედ კიდევ უფრო გაართულა. პრობლემას ართულებს ის, რომ მსოფლიოში წყლიც მოხმარება იზრდება, როგორც მოსახლეობის ისე ეკონომიკური ზრდის გამო. თუ ამ მიმართულებით გადადგმული არ იქნება განსაკუთრებული ზომენი, ეს უმნიშვნელოვანესი მიზანი ვერ შესრულდება.

მეშვიდე მიზანი ითვალისწინებს ხელმისაწვდომი, საიმედო, სტაბილური და თანამედროვე ენერგიის საყოველთაო ხელმისაწვდომობას. ამ მიზნის მიღწევა პანდემიამ, ეკონომიკური სირთულეების გამო, ძლიერ გააძნელა. დღეისათვის მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე რჩება, სათბობზე და ენერგიაზე ფასების ზრდა ართულებს განახლებადი წყაროების ათვისებასა და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების გამოყენებას. ამდენად, ამ მიზნის შესრულება თითმის მიუღწევადია.

მერვე მიზანი ითვალისწინებს სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას, სრულ და პროდუქტულ დასაქმებასა და ღირსეული სამუშაოს ყველასათვის. ყველაზე დიდი გავლენა პანდემიამ სწრედ დასაქმებაზე იქონია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიხედვით პანდემიამ 2020-2021 წლებში უმუშევრობის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია, რამაც უარყოფითად იმოქმედა მდგრადი განვითარების მერვე მიზანზე პანდემიამ გამოიწვია უმუშევრობის უპრეცედენტო ზრდა და ეკონომიკური რეცესია []. მართალია, პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენა დაიწყო, მაგრამ უკრაინის ომმა სიტუაცია გაართულა. ამდენა ამ მიზნის შესრულება მეტად საეაჭვოა.

მეცხრე მიზანი ითვალისწინებს მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნას, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობას. პანდემიის დროს შედარებით ნაკლებად დაზარალდა და პანდემიის შემდეგ აღდგენის პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს იმ დარგებში სადაც დივერსიფიკაციის დონე მაღალი იყო და ინოვაციური ტექნოლოგიები არსებობდა. წამყვანი სახელმწიფოები ამჟამად ხელს უწყობენ ინოვაციების წარმოშობას და მის გავრცელებას მთელ მსოფლიოში, ასევე დახმარებას უწევენ ეკონომიკურად ჩამორჩენილ ქვეყნებს ინდუეტრიული დარგების განვითარებაში. ეს მიზაბი ნაწილობრივ მაინც შესრულდება.

მეათე მიზანი ითვალისწინებს უთანასწორობის შემცირებას ქვეყნებში და ქვეყნებს შორის. პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა უთაბაბრობა როგორც ქვეყნებს შიგნით, ისე ქვეყნებს შორის. ამ განსხვავების აღმოფხვრა რამდენიმე წელწადში შეუძლებელია. ასე, რომ ეს მიზანიც დიდი ალბათობით ვერ შესრულდება.

მეთერთმეტე მიზანი ითვალისწინებს ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზი¬ურ, უსაფრთხო და მდგრად განვითარებას. ქალაქები დიდ როლს თამაშობენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. დღეისათვის არსებიბს არა ერთი პრობლემა, რომელიც პანდემიამ კიდევ უფრო გააღრმავა. ძირითადად ეს პრობლემებია:

მეგაპოლისების არსებობა, დაც ცხოვრობს მოსახლეობის ჭარბი რაოდენობა, რის გამოც წარმოიშობა ინფრასტრუქტურული, დასაქმების, სიღარიბის, ეკოლოგიური და სხვა პრობლმე3ბი. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს ჯურღმულებში, სადახ მძიმე პირობები.

ინფრასტრუქტურის არასაკმარისი განვითარების დონე. იგულისხმება ტრანსპორტი, ბუნებრივი აირითა და ელექტროენერგიით მომარაგება და სხვ.

არასახარბიელო ეკოლოგიური მდგომარეობა, სამრეწველო საწარმოების დიდი რაოდენობით არსებობის და ტრანსპორტის მზარდი ტენდენციის გამო.

ამ პრობლემათა სრულყოფილი გადაჭრა 2030 წლამდე დიდი ალბათობით ვერ მოხერხდება, ამიტომ მდგრადი გაბვითარების ეს მიზანიც ვერ შესრულდება.

მეთორმეტე მიზანი ითვალისწინებს მდგრად მოხმარებასა და წარმოებას. თუ დღევანდელი მოიხმარებისა წარმოების ტემპები შენარჩუნდება საფრთხე შეექმნება ახლანდელ და მომავა თაობასაც, ვინაიდან თანდათან იზრდება გლობალური ეკოლოგიური საფრთხეების (კლიმატის ცვლილებაქ, ოზობის ხრელების წარმოშობა, პარნიკის ეფექტი, ოკანეთა ზედაპირის დაბინძურება, ბიომრავალფეროვნების განადგურება და სხსვ) მოცულობა. აუცოლებელი ხდება მოხმარებისა და წარმოების ახალი ფორმების გამოყენებ, რომლებიც ეფუძნება წრიუ და მწვანე ეკონომიკას. მსოფლიო ამ მიმართულებით დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს მაგრამ ამ პროცესის სრულყოფილი დასრულებაც 2030 წლისათვის შეუძლებელია, ვინაიდან ის მოითხოვს უზარმაზარ სახსრებს და ინოვაციურ პროცესაბს, რადგან პროგრესული ცვლილებები უნდა განხორციელდეს ეკონომიკური სისტემის ყველა ელემენტში და საზოგადოებრივი საქმიანობის ყველა სფეროში. ამდენად ამ მიზნის სრულყოფილი შესრულება შეუძლებელია.

მეცამეტე მიზანი ითვალისწინებს კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარებას. გადაჭარბებული სიცხე, გვალვები, მყინვარების დნობა, წყალდიდობები, ღვარცოფები როლების მომრავლდა მთელ მსოფლიოში და რაც აუნაზღარებელ დანაკარგებს აყენებს აქდამიანებს კლიმატუეი ცვლილებებითაა გამოწვეული და რაც ატმოსფეროში სათბური გაზების გაშვებითაა გამოწვეული. შეიძლება ითქვას,რომ კაცობრიობა კლიმატური კატასტროფის ზღვარზე. აუცილებელია სასწრაფოდ შეჩერდეს ეს პროცესი, მაგრამ ამსათვის აუცილებელია კომპლექსურ ღონისძიებათა განხორციელება, რაც დიდ სახსრებს მოითხოვს. პაბდემიის დროს, წარმოების შეკვეცის გამო ატმოსფეროში ატოსფეროში სათბური გაზების გაშვება შემცირდა, მაგრამ პანდემიის შემდე ეს პროცესი კვლავ გაბახლდა. მართალია მსოფლიო დღეისათვის ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაქბიჯებს დგამს, მაგრამ ამ მიზნის სრულყოფილი მიღწევა შეუძლებელი იქნება.

მეთოთხმეტე მიზანი ითვალისწინებს ოკეანისა და ზღვის რესურსების კონსერვაციას და მუდმივ გამოყენებას განვითარებისათვის. პანდემიის დროს ოკიანეების დაბინძურენა შეამცირა, მაგრამ ოკიანის რესტავრაცის პროცესი, სახსრების შემცირების გამო, შეფერხდა. ოკიანის პრობლემები დაკავშირებულია ეკოლოგიურ პრობლემებთან, კერძოდ, სათბური გაზების გაშვებასთან ატმოსფეროში. ოკეანე ყოველწლიურად შთანთქავს გლობალური ნახშირორჟანგის (CO2) ემისიების დაახლოებით მეოთხედს, რითაც ამსუბუქებს კლიმატის ცვლილების შედეგებს. თუმცა, ამ დროს იზრდება ოკეანის მჟავიანობა, რაც საფრთხეს უქმნის ოკეანის მჟავიანობას, ორგანიზმებსა და ეკოსისტემას, საფრთხეს უქმნის მეთევზეობასა და აკვაკულტურას, უარყოფითად მოქმედებს სანაპირო დაცვაზე მარჯნის რიფების დეგრადაციის გამო. მოსალოდნელია, რომ მჟავიანობის პროცესი დაჩქარდება უახლოეს ათწლეულებში. მჟავიანობის ზრდასთან ერთად, ოკეანის უნარი ატმოსფეროდან CO2-ის შთანთქმის შემცირდება, რაც ზღუდავს მის როლს კლიმატის ცვლილების შერბილებაში []. ამდენად, ოკეანისა და ზღვის რესურსების კონსერვაციის ანუ მოცემული მიზნის შესრულების აუცილებლობა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. დიდი ალბათობის ის ნაწილობრივ მაინც შესრულდება, ვინაიდან მსაოფლიო მასშტაბით ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება.

მეთხუთმეტე მიზანი ითვალისწინებს დედამიწის ეკოსისტემების დაცვას, აღდგენასა და მდგრად გამოყენებას, ტყეების გონივრულ მართვას, გაუდაბურების აღკვეთას, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერებასა და აღდგენა-გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. მართალია, პანდემიის დროს, ეკონომიკური საქნიანობის შემცირების გამო, ეკოსისტემას უშუალო ზიანი არ მიდგომია, მაგრამ უსახსრობის გამო, ბევრი ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფდა ამ მიზნის მიღწევას ვერ განხორციელდა. პანდემიის შებდეგ მოცემული მიზნის ყველა მოთხოვნა – ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადო გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, კვლავ დიდ მნიშვნელობას იძენს და მთელ მსოფლიოში მწვავედ დგას. მსოფლიო მოწოდებულია ყველა ამ მოთხოვნის შესასრულებლად, რასაც დიდი ძალისხმევა დასჭირდება: ფინანსები, ინოვაციების დანერგვა, ცვლილებები ეკონომიკური სისტემის ყველა ელემენტში და სხვ.

მეთექვსმეტე მიზანი ითვალისწინებს მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობას ყველა დონეზე. ეს მიზანი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ხორციელდება მსოფლიოში საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობითა და მოწინავ დემოკრატიული ქვეყნების ინიციატივითეს პროცესი წარმატებით გრძელდებ და გაგრძელდბა მომავალშიც. ამდენად, ეს მიზანი დიდი ალბათობით შესრულდება.

მეჩვიდმეტე მიზანი ითვალისწინებს პარტნიორობას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. ამ მიზნის განხორციელება პანდემიამ შეაფერხა ქვეყნებს შორის ურთიერთობების შეზღუდვის გამო. თუმცა პანდემიის შემდეგ პარტნიორობა მდგრადი განვითარების ისაღწევად კვლავ აღდგა და ვითარდება. ამდენად, ეს მიზანიც დიდი ალბათობით შესრულდება.

გამოყენებული ლიტერატურა

1. Пьер-Оливье Гуринша. 2023 Восстановление мировой экономики продолжается, но на пути возникают трудности
https://www.imf.org/ru/Blogs/Articles/2023/04/11/global-economic-recovery-endures-but-the-road-is-getting-rocky
2. Гита Гопинат. 2022. Нарушение процесса восстановления
https://www.imf.org/ru/Blogs/Articles/2022/01/25/blog-a-disrupted-global-recoveryэкономики
3. Костин К.Б., Хомченко Е.А. 2020.Влияние пандемии COVID-19 на мировую экономику. «Экономические отношения», https://1economic.ru/lib/111372
4. Севостьянова К. К. Влияние пандемии COVID-19 на мировую экономику и энергетику https://cyberleninka.ru/article/n/vliyanie-pandemii-covid-19-na-mirovuyu-ekonomiku-i-energetiku/viewer
5. Каракетова Л.Т. 2021. СОЦИАЛЬНО-ЭКОНОМИЧЕСКИЕ ПОСЛЕДСТВИЯ ПАНДЕМИИ COVID-19 - https://kaznmu.edu.kz/press/wp-content/uploads/2021/08/СОЦИАЛЬНО-ЭКОНОМИЧЕСКИЕ-ПОСЛЕДСТВИЯ-ПАНДЕМИИ-COVID-19.pdf
6. Мачавариани Г.И. Мировая экономика в условиях пандемии. 2020.
https://www.imemo.ru/special-rubrics/coronavirus-pandemic/text/mirovaya-ekonomika-v-usloviyah-pandemii
7. საქართველო „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების“ შესახებ მსოფლიო ბანკის ანგარიშში 2023 https://civil.ge/ka/archives/521156
8. მსოფლიო ბანკის ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმი საქართველოს შესახებ 2022 https://civil.ge/ka/archives/517785
9. საქართველო მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის მიმოხილვაში 2022
https://civil.ge/ka/archives/512357
10. Коронавирус и война в Украине подвели мировую экономику к краю пропасти
https://parstoday.ir/ru/radio/world-i178112
11. Оверченко М. Глобализация нового типа
https://econs.online/articles/ekonomika/globalizatsiya-novogo-tipa/
12. Cathaysa Martín-Blanco, Montserrat Zamorano, Carmen Lizárraga, Valentin Molina-Moreno. 2022. The Impact of COVID-19 on the Sustainable Development Goals: Achievements and Expectations
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC9739062/#:~:text=The%20COVID-19%20pandemic%20has,a%20more%20sustainable%20economic%20model.
13. Панченко Н. 2023. Материалы круглого стола Студенческого научного объединения «Мир после COVID-19» - https://dipacademy.ru/blog-ekspertov-diplomaticheskoj-akademii/temy-bloga/studencheskoe-nauchnoe-obedinenie/materialy-kruglogo-stola-mir-posle-covid-19/
14. Важенина Т. М. Влияние пандемии коронавируса на устойчивое развитие периферийных муниципальных образований - https://cyberleninka.ru/article/n/vliyanie-pandemii-koronavirusa-na-ustoychivoe-razvitie-periferiynyh-munitsipalnyh-obrazovaniy
15. ბლიაძე მ. 2022 მდგრადი განვითარების მიზნები
https://eu.edu.ge/sites/default/files/2022-05/მდგრადი%20განვითარება.pdf
16. Новый отчет ООН: вероятнее всего мир не достигнет Целей устойчивого развития (ЦУР) к 2030 году. 2022. https://ecosphere.press/2022/08/09/novyj-otchet-oon-veroyatnee-vsego-mir-ne-dostignet-czelej-ustojchivogo-razvitiya-czur-k-2030-godu/
17. he Sustainable Development Goals Report 2022
https://unstats.un.org/sdgs/report/2022/The-Sustainable-Development-Goals-Report-2022.pdf
18. The Sustainable Development Goals Report 2023
https://unstats.un.org/sdgs/report/2023/The-Sustainable-Development-Goals-Report-2023.pdf
19. Доклад о целях в области устойчивого развития 2023
https://unstats.un.org/sdgs/report/2023/The-Sustainable-Development-Goals-Report-2023_Russian.pdf